Logo

ირაკლი კობახიძე - ჯო უილსონის დონემდე დავიდა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა, რაც ტრაგიკული მოვლენაა

პოლიტიკა
104
Frontnews
ირაკლი კობახიძე - ჯო უილსონის დონემდე დავიდა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა, რაც ტრაგიკული მოვლენაა

სამწუხაროდ, არა მხოლოდ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის მიმართ, არამედ, ზოგადად, ეუთოს მიმართ ქართული საზოგადოების ნდობას ასუსტებს ასეთი დოკუმენტები, - განაცხადა პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ მიღებულ კრიტიკულ რეზოლუციაზე.

მისი თქმით, ჯო უილსონის მიერ მომზადებული რეზოლუციის ტექსტი შეფასებასაც არ იმსახურებს. მან ტრაგიკულ მოვლენად შეაფასა ის, რომ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა ამერიკელი კონგრესმენის დონემდე დავიდა.

"ტექსტი შეფასებასაც არ იმსახურებს. სამწუხაროდ, არა მხოლოდ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის მიმართ, არამედ ზოგადად, ეუთოს მიმართ ქართული საზოგადოების ნდობას ასუსტებს ასეთი დოკუმენტები, რაც ძალიან სამწუხაროა. ვხედავთ, რომ ჯო უილსონის დონემდე დავიდა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა, ეს არის ძალიან ტრაგიკული მოვლენა. ჩვენ შესაბამის დასკვნებს გამოვიტანთ ამ აქტიდან", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები