Logo

ირაკლი კობახიძე - კოსმოსის საკითხებზე დაგეგმილი პირველი საერთაშორისო სამიტი ეხება გლობალური უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვან თემას

პოლიტიკა
271
Frontnews
ირაკლი კობახიძე - კოსმოსის საკითხებზე დაგეგმილი პირველი საერთაშორისო სამიტი ეხება გლობალური უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვან თემას

სამიტი ეხება გლობალური უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვან თემას, საქართველო არის ჩართული სხვადასხვა საერთაშორისო პლატფორმაზე შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღებაში, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ  ჟურნალისტებს პარიზში განუცხადა, სადაც საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის მიწვევით, კოსმოსის საკითხებზე დაგეგმილ პირველ საერთაშორისო სამიტში მონაწილეობს.

მან საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს სამიტზე მიწვევისთვის მადლობა გადაუხადა.

"სამიტი ეხება გლობალური უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვან თემას. საქართველო არის ჩართული სხვადასხვა საერთაშორისო პლატფორმაზე შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღებაში. აქედან გამომდინარე, ჩვენთვის მნიშვნელოვანია ამ სამიტზე სხვადასხვა მხრიდან მოსაზრებების მოსმენა, პოზიციების მოსმენა, იმისათვის, რომ სამომავლოდ ჩამოაყალიბოს ქვეყანამ სწორი პოზიცია ყველა საკითხთან დაკავშირებით და მიიღოს სწორი გადაწყვეტილებები. მინდა, მადლობა გადავუხადო საფრანგეთის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონს ამ სამიტზე მოწვევისთვის.

გუშინაც გვქონდა საშუალება, მესაუბრა რამდენიმე ქვეყნის ლიდერთან სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით, მათ შორის, საქართველოში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით. ბუნებრივია, მაქსიმალურად ვიყენებთ ასეთ ფორმატებს ასეთი საუბრებისთვისაც“, - განაცხადა კობახიძემ.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები