ირაკლი კობახიძე - ლევილის ქართული მამული საქართველოსა და საფრანგეთს შორის არსებული მჭიდრო ისტორიული კავშირების სიმბოლოცააა

ავტორი
Frontnews საქართველო
ლევილის ქართული მამული საქართველოსა და საფრანგეთს შორის არსებული მჭიდრო ისტორიული კავშირების სიმბოლოცააა, მჯერა, ორი ქვეყნის ნაყოფიერი პარტნიორობით განხორციელებული ეს მასშტაბური პროექტი დიალოგისა და თანამშრომლობის ახალ პლატფორმად იქცევა, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ლევილის მამულის სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების აღსანიშნავ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
ირაკლი კობახიძემ განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა ფრანგ ხალხს და პარტნიორებს, რომელთა ფასდაუდებელი მხარდაჭერით შესაძლებელი გახდა საქართველოს ისტორიული მემკვიდრეობის აღდგენა.
"განსაკუთრებულ მადლობას ვუხდით ფრანგ ხალხს და ჩვენს ძვირფას პარტნიორებს, რომელთა ფასდაუდებელი მხარდაჭერით შესაძლებელი გახდა ჩვენი ისტორიული მემკვიდრეობის აღდგენა.
დღეიდან ლევილის ქართული მამული სრულად ფუნქციონირებს, როგორც ღია საგანმანათლებლო და შემოქმედებითი ცენტრი ჩვენი თანამემამულეებისთვის, დიასპორისთვის და ყველასთვის, ვისაც სურს საქართველოს ისტორიისა და კულტურის ახლოს გაცნობა. კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, რომ ეს არის განსაკუთრებული, ძალიან ემოციური დღე თითოეული ჩვენგანისთვის და ყველას მინდა, მოგილოცოთ ეს არაჩვეულებრივი დღე“, - განაცხადა კობახიძემ.
თაგები:
ირაკლი კობახიძე




