Logo

ირაკლი კობახიძე - ლიბერალები ჰქვიათ "ალდეს“ პარტიის წარმომადგენლებს და მთავარი ანტილიბერალები სწორედ ისინი არიან

პოლიტიკა
289
Frontnews
ირაკლი კობახიძე - ლიბერალები ჰქვიათ "ალდეს“ პარტიის წარმომადგენლებს და მთავარი ანტილიბერალები სწორედ ისინი არიან

ლიბერალები ჰქვიათ „ალდეს“ პარტიის წარმომადგენლებს და ხედავთ, რომ მთავარი ანტილიბერალები, ამ სიტყვის სათანადო გაგებით, სწორედ ისინი არიან, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი შეფასებით, მათ არავითარი პრინციპები არ აქვთ.

"სწორედ ამის შედეგია ის, რომ ისინი არც ალეკო ელისაშვილის მიერ განხორციელებულ დანაშაულებრივ აქტს გაემიჯნენ და ზოგადად, არიან ჩვენს ქვეყანაში რადიკალიზაციის მხარდამჭერები. ეს არის მათი პოლიტიკური დღის წესრიგი, რასაც საზოგადოება კარგად ხედავს და სათანადოდ აფასებს“, -  განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები