Logo

ირაკლი კობახიძე - მადლობას ვუხდი ვილი სანიოლს უმნიშვნელოვანესი წვლილისთვის, რომელიც მან ქართული ფეხბურთის განვითარებაში შეიტანა

პოლიტიკა
142
Frontnews
ირაკლი კობახიძე - მადლობას ვუხდი ვილი სანიოლს უმნიშვნელოვანესი წვლილისთვის, რომელიც მან ქართული ფეხბურთის განვითარებაში შეიტანა

მადლობას ვუხდი ვილი სანიოლს უმნიშვნელოვანესი წვლილისთვის, რომელიც მან ქართული ფეხბურთის განვითარებაში შეიტანა, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელში წერს.

“მადლობას ვუხდი ვილი სანიოლს უმნიშვნელოვანესი წვლილისთვის, რომელიც მან ქართული ფეხბურთის განვითარებაში შეიტანა. დღემდე ყველაზე დიდ წარმატებას ჩვენმა ეროვნულმა ნაკრებმა სწორედ მისი ხელმძღვანელობით მიაღწია. წარმატებები მას მომავალ სამწვრთნელო კარიერაში!”, - წერს კობახიძე.

ვილი სანიოლმა საქართველოს ნაკრები დატოვა, ეროვნულ გუნდს რამაზ სვანაძე უხელმძღვანელებს.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები