Logo

ირაკლი კობახიძე - მკვდარ თევზებს ნამდვილად წააგავს ოპოზიცია მთელი თავისი შინაარსით, არანაირი რესურსი მათ არ აქვთ

პოლიტიკა
302
Frontnews
ირაკლი კობახიძე - მკვდარ თევზებს ნამდვილად წააგავს ოპოზიცია მთელი თავისი შინაარსით, არანაირი რესურსი მათ არ აქვთ

მკვდარ თევზებს ნამდვილად წააგავს ოპოზიცია მთელი თავისი შინაარსით, მთელი თავისი დღევანდელი გამოხატულებით, არანაირი რესურსი მათ არ აქვთ არც ქუჩის, არც არჩევნების, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, ოპოზიცია ხან არჩევნებზე საუბრობს, ხან ქუჩაზე, იქაც და იქაც არიან წარუმატებლები.

"ერთადერთი საინტერესო პაატა ბურჭულაძის განცხადებაში არის სწორედ ეს პასაჟი - მკვდარ თევზებს ნამდვილად წააგავს ოპოზიცია მთელი თავისი შინაარსით, მთელი თავისი დღევანდელი გამოხატულებით. არანაირი რესურსი მათ არ აქვთ არც ქუჩის, არც არჩევნების. ხან არჩევნებზე საუბრობენ, ხან ქუჩაზე, სინამდვილეში იქაც და იქაც არიან წარუმატებლები. რა თქმა უნდა, ასე გაგრძელდება ერთი მარტივი მიზეზის გამო, მათ არ აქვთ პრინციპები, მათ არ უყვართ ქვეყანა და სწორედ ამის შედეგია ის, რომ ისინი ვერ აღწევენ და ვერც მიაღწევენ ვერავითარ წარმატებას“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები