ირაკლი კობახიძე - მნიშვნელოვანია ყველა სამართლებრივი ბერკეტის გამოყენება, რომ სიცრუეზე დაფუძნებული ტელევიზიები ყოველ ჯერზე ვამხილოთ სიცრუეში

ავტორი
Frontnews საქართველო
თავად ბერა ივანიშვილი არ არის ჩართული პოლიტიკაში. რაც გააკეთეს კონკრეტულმა ეგრეთ წოდებულმა ტელევიზიებმა, ეს იყო, რა თქმა უნდა, მორიგი თავდასხმის მცდელობა ჩვენი პარტიის დამფუძნებელსა და საპატიო თავმჯდომარეზე, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს ბრიუსელში განუცხადა.
მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ყოველ ჯერზე ამხილონ სიცრუეზე დაფუძნებული ტელევიზიები სიცრუეში.
"ძალიან მნიშვნელოვანია სამართლებრივი გზით წასვლა და სამართლებრივი გზით იმის დადგენა, რომ ვრცელდება ასეთი ტიპის უხეში, არასწორი ინფორმაცია. ეს გაკეთდა ამ შემთხვევაში და ამას, რა თქმა უნდა, მხოლოდ და მხოლოდ მივესალმებით. ყოველ ჯერზე მნიშვნელოვანია ყველა სამართლებრივი ბერკეტის გამოყენება, რომ ჩვენ სიცრუეზე დაფუძნებული ტელევიზიები ვამხილოთ სიცრუეში", - განაცხადა კობახიძემ.
თაგები:
ირაკლი კობახიძე




