ირაკლი კობახიძე - მოვახერხეთ ხელისუფლების მაღალ დონეზე კორუფციის აღმოფხვრა და ვაგრძელებთ ბრძოლას კორუფციასთან ყველა დონეზე

ავტორი
Frontnews საქართველო
მიმდინარე წლის ივლისში ეკონომიკა გაიზარდა 8%-ით, შესაბამისად, მიმდინარე წლის პირველი 7 თვის ეკონომიკურმა ზრდამ შეადგინა 7.9%, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
მისივე თქმით, ეს ნიშნავს იმას, რომ შენარჩუნებულია ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპი.
"გვაქვს დადებითი დინამიკა ყველა ამ მიმართულებით. განხორციელდა ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებები, რეფორმები სხვადასხვა სფეროში, რაც არის დაკავშირებული ეკონომიკურ განვითარებასთან. ეს ეხება ლოგისტიკას, ტრანსპორტს, კომუნიკაციას, ენერგეტიკას, ტურიზმს, ბევრ სხვა სფეროს. რა თქმა უნდა, ამ ეკონომიკური მაჩვენებლების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი არის სწორედ ეს წინსვლა ეკონომიკის სხვადასხვა დარგში სხვადასხვა მიმართულებით.
გარდა ამისა, კორუფციასთან ბრძოლა იძლევა შედეგებს და ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რომ ჩვენ მოვახერხეთ შარშანდელ წელთან შედარებით ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლის გაუმჯობესება, არის სწორედ ეს, რომ მოვახერხეთ ხელისუფლების მაღალ დონეზე კორუფციის აღმოფხვრა და ვაგრძელებთ ბრძოლას კორუფციასთან ყველა დონეზე“, - განაცხადა კობახიძემ.
თაგები:
ირაკლი კობახიძე




