Logo

ირაკლი კობახიძე მსხვილი ჩინური ჰოლდინგის, DBH Group-ის წარმომადგენლებს შეხვდა

პოლიტიკა
151
Frontnews
ირაკლი კობახიძე მსხვილი ჩინური ჰოლდინგის, DBH Group-ის წარმომადგენლებს შეხვდა

პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე მსხვილი ჩინური ჰოლდინგის, DBH Group-ის წარმომადგენლებს შეხვდა.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრაზე საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობებსა და ქვეყანაში არსებულ ხელსაყრელ ბიზნესგარემოზე იმსჯელეს. საუბარი შეეხო ენერგეტიკის სექტორსა და განახლებადი ენერგიის ათვისების მიმართულებით თანამშრომლობას, ასევე აღნიშნულ სფეროში ერთობლივი პროექტების განხორციელების პერსპექტივებს.

"ხაზი გაესვა საქართველოს სტრატეგიულ მდებარეობასა და შუა დერეფნის, როგორც ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი მარშრუტის როლს, რაც უცხოელი ინვესტორებისთვის დამატებით შესაძლებლობებს ქმნის.

აღინიშნა, რომ საქართველოს მთავრობა მიესალმება მსხვილი საერთაშორისო კომპანიების შემოსვლას და მზად არის, ხელი შეუწყოს ისეთი პროექტების განხორციელებას, რომლებიც ქვეყნის ეკონომიკურ ზრდას დამატებით სტიმულს მისცემს.

DBH Group ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ბიზნესჯგუფია, რომელიც 26 შვილობილ საწარმოს აერთიანებს ისეთ სექტორებში, როგორებიცაა ენერგეტიკა, უძრავი ქონება, სამთო-მოპოვებითი მრეწველობა, ბიოტექნოლოგია და სასტუმრო ბიზნესი.

შეხვედრას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი დაესწრნენ", - აღნიშნულია ინფორმაციაში.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები