ირაკლი კობახიძე – როდესაც უკიდურესად ძალადობრივი ქმედებები კონკრეტულმა ძალებმა შეაფასეს მშვიდობიან აქციებად, ეს არის უტიფრობა


ავტორი
Front News საქართველო
როდესაც ცხადად ძალადობრივი, უკიდურესად ძალადობრივი ქმედებები კონკრეტულმა ძალებმა შეაფასეს, როგორც მშვიდობიანი აქციები, ეს არის უტიფრობა, სხვა სახელი ამას უბრალოდ არ შეიძლება, დაერქვას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ანტალიაში ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, კონკრეტული ადამიანები მოქმედებენ კონკრეტული პოლიტიკური დაკვეთით, ისინი იღებენ დაკვეთებს და როგორც აგენტები, იძულებული არიან, გააკეთონ უხეში შეფასებები.
“გახსოვთ ხუთი დღის განმავლობაში რა მასშტაბის ძალადობას სჩადიოდნენ კონკრეტული ადამიანები, იყო შტურმი სახელმწიფო შენობებზე, იყო შტურმი პოლიციელების, სამართალდამცველების წინააღმდეგ და ამას უწოდებენ მშვიდობიან აქციებს, ეს არის უტიფრობა, სხვა შეფასება უბრალოდ არ შეიძლება, მიეცეს ასეთ ქმედებებს. აქაც ჩანს, რომ რეალურად კონკრეტული ადამიანები მოქმედებენ კონკრეტული პოლიტიკური დაკვეთით, აქ საუბარია როგორც ქვეყნის შიგნით პოლიტიკოსებზე, ასევე უცხოელ პოლიტიკოსებზე, ისინი იღებენ დაკვეთებს და როგორც აგენტები, იძულებული არიან, რომ გააკეთონ ასეთი უხეში შეფასებები, რომლებიც არის არამარტო უბრალოდ მცდარი, არამედ არის ჩვეულებრივი შიშველი ტყუილი. საზოგადოება ამასთან დაკავშირებით გამოიტანს საკუთარ დასკვნებს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
თაგები:
ირაკლი კობახიძე

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს