ირაკლი კობახიძე საერთაშორისო პარალიმპიური კომიტეტის პრეზიდენტს შეხვდა

ავტორი
Frontnews საქართველო
პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საერთაშორისო პარალიმპიური კომიტეტის პრეზიდენტ ენდრიუ პარსონსს შეხვდა.
მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა 2026 წლის IBSA-ს ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატზე, რომლის ფარგლებში საქართველო რეკორდული რაოდენობის მონაწილეებს უმასპინძლებს. აღინიშნა საქართველოს წარმატებული გამოცდილება საერთაშორისო პარასპორტული ღონისძიებების ჩატარების მიმართულებით.
ირაკლი კობახიძემ ხაზი გაუსვა საერთაშორისო პარალიმპიური კომიტეტის მუდმივი მხარდაჭერის როლს და ენდრიუ პარსონსს საქართველოს პარალიმპიურ კომიტეტთან მჭიდრო თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა.
საუბარი შეეხო პარალიმპიური მოძრაობის განვითარების მიმართულებით სახელმწიფოს მიერ გადადგმულ ნაბიჯებს და აღინიშნა, რომ მნიშვნელოვნად გაიზარდა პარალიმპიური კომიტეტის წლიური ბიუჯეტი, ხოლო პარასპორტსმენებისთვის დაწესებული ჯილდოები ოლიმპიური სპორტსმენებისას გაუთანაბრდა.
შეხვედრას სპორტის მინისტრი შალვა გოგოლაძე, პარალიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი, პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილი, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი და პარალიმპიური კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტი შალვა მაისურაძე დაესწრნენ.
თაგები:
ირაკლი კობახიძე




