Logo

ირაკლი კობახიძე - თუკი რაიმეში უსწრებს საქართველოს მოლდოვა და უკრაინა, მხოლოდ უარყოფით მაჩვენებლებში, ღმერთმა დაგვიფაროს, ამ ყველაფერში გადავასწროთ

პოლიტიკა
408
Frontnews
ირაკლი კობახიძე - თუკი რაიმეში უსწრებს საქართველოს მოლდოვა და უკრაინა, მხოლოდ უარყოფით მაჩვენებლებში, ღმერთმა დაგვიფაროს, ამ ყველაფერში გადავასწროთ

თუკი რაიმეში უსწრებს საქართველოს მოლდოვა და უკრაინა, მხოლოდ უარყოფით მაჩვენებლებში, -  ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, ქვეყნის გზა არის მშვიდობის და ეკონომიკური განვითარების გზა.

"თუკი რაიმეში უსწრებს საქართველოს მოლდოვა და უკრაინა, მხოლოდ უარყოფით მაჩვენებლებში. ღმერთმა დაგვიფაროს, ამ ყველაფერში გადავასწროთ უკრაინას და მოლდოვას. ჩვენ გვაქვს ჩვენი გზა, ჩვენი გზა არის მშვიდობის გზა, ეკონომიკური განვითარების გზა და ამ გზას გავაგრძელებთ აუცილებლად“, - განაცხადა კობახიძემ.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები