ირაკლი კობახიძე თურქეთის ჯანმრთელობის მინისტრს შეხვდა


ავტორი
Front News საქართველო
პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე თურქეთის რესპუბლიკის ჯანმრთელობის მინისტრ ქემალ მემიშოღლუს შეხვდა, რომელიც საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება.
მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრისას საუბარი შეეხო საქართველოსა და თურქეთის სტრატეგიულ პარტნიორობას და ჯანდაცვის სფეროში აქტიურ თანამშრომლობას.
"აღინიშნა, რომ ჯანდაცვის სფეროში ორი ქვეყნის მჭიდრო პარტნიორობამ კონკრეტული ხელშესახები შედეგები მოიტანა როგორც მოქალაქეებისთვის ხარისხიანი სამედიცინო მომსახურების უზრუნველყოფის, ისე მედიკამენტებზე ფინანსური ხელმისაწვდომობის კუთხით.
ხაზი გაესვა თურქეთის კლინიკებთან ნაყოფიერ თანამშრომლობას ბავშვთა ონკოლოგიის სერვისების გაძლიერების მიმართულებით. პრემიერ-მინისტრმა თურქეთის ჯანმრთელობის მინისტრს საქართველოს ჯანდაცვის სექტორის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და იმედი გამოთქვა, რომ ორი ქვეყნის ჯანდაცვის უწყებებს შორის თანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმება პარტნიორობის შემდგომ განვითარებას შეუწყობს ხელს.
შეხვედრას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი დაესწრნენ", - აღნიშნულია ინფორმაციაში.
თაგები:
ირაკლი კობახიძე

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა