
ავტორი
Front News საქართველო
თვეებია, პოლიტიკა არის თანმიმდევრული, რეზოლუციის ტექსტები მეტ-ნაკლებად არის იდენტური იმიტომ, რომ ერთი და იგივე პრობლემებია ხოლმე, - ამის “ნაციონალური მოძრაობის” გენერალური მდივნის მოადგილემ ირაკლი ფავლენიშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, დასავლური ქვეყნების ღირებულებები და ნორმები დასავლეთის არცერთ ქვეყანაში არ ითვალისწინებს არც ადამიანების პოლიტიკური ნიშნით დაკავებას და არც უფლებების შელახვას.
"თვეებია, პოლიტიკა არის თანმიმდევრული, რეზოლუციის ტექსტები მეტ-ნაკლებად არის იდენტური იმიტომ, რომ ერთი და იგივე პრობლემებია ხოლმე, ერთი და იმავე დანაშაულებს ჩადის ხოლმე ივანიშვილი და შესაბამისად, მთელი საერთაშორისო საზოგადოების პოზიცია იმიტომ არის ასეთი, რომ ღირებულებები და ნორმები დასავლეთის არცერთ ქვეყანაში არ ითვალისწინებს არც ადამიანების პოლიტიკური ნიშნით დაკავებას, არც უფლებებს ლახავენ და არც დიქტატურით არიან დაკავებული", - განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.
ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული საკითხების კომიტეტმა საქართველოს შესახებ რეზოლუციის პროექტს მხარი დაუჭირა.
თაგები:
ირაკლი ფავლენიშვილი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს