ირაკლი ზარქუა - ესენი არიან ევროპის ბიუროკრატია, რომლის ინტერესებშიც არის, რომ აქ თავიანთი აგენტურა დასვან ხელისუფლებაში


ავტორი
Front News საქართველო
გვახსოვს, რეზოლუციებში გვიწერდნენ რაღაც სიგიჟეებს, შემდეგ ჩამოვიდა აშშ-დან დელეგაცია, რომელმაც ვერ დააფიქსირა [საქართველოს მიერ სანქციების გვერდის ავლა] და თქვეს, რომ ეს უსაფუძვლო განცხადებები იყო. მორიგ მსგავს აქტთან გვაქვს საქმე, - განაცხადა პარლამენტის დიასპორის კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ზარქუამ, ბრიტანეთის მიერ სანქციების დაწესებაზე საუბრისას.
მისი განცხადებით, საქართველოს მიმართ მსგავსი ბრალდებები ახალი არ არის, თუმცა, მთავარია, რომ ქვეყანა საერთაშორისო სტანდარტებს და წესრიგს იცავს, ხოლო ხელისუფლების არჩევანი - მშვიდობით და ღირსებით ევროპისკენ, კვლავ უცვლელია.
"ესენი არიან ევროპის გარკვეული ბიუროკრატია, რომლის ინტერესებშიც არის, რომ აქ გადატრიალება მოხდეს, თავიანთი აგენტურა დასვან ხელისუფლებაში და ამისთვის ყველაფერს კადრულობენ. მათ შორის, აშშ-ის კონგრესი იქნება თუ ბრიტანეთის თემთა პალატა, ყველგან არიან ლობისტური ორგანიზაციები, ვინც ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ იბრძვიან, მცდელობა აქვთ, გააშავონ ეს ქვეყანა და სიგიჟეები მოუგონონ. ჩვენთვის ეს არახალია, ბევრი გვინახავს. ჩვენთვის მთავარი ის არის, რომ ვიცავთ საერთაშორისო სტანდარტებს, საერთაშორისო წესრიგს. ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა და ქალბატონმა კალასმა, ჯერ თავის ქმარს აუკრძალოს რუსეთთან ვაჭრობა და მერე უკითხოს სხვას მორალი. ჩვენ ჩვენი არჩევანი გაკეთებული გვაქვს, ეს არის - მშვიდობით, ღირსებით ევროპისკენ - და ამას შევინარჩუნებთ", - განაცხადა ირაკლი ზარქუამ.
თაგები:
ირაკლი ზარქუა

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს