ისტორიული გამარჯვება: საქართველოს პარაძიუდოისტთა ნაკრები ევროპის ჩემპიონია - "საქართველოს ბანკი", ოლიმპიური ნაკრების მთავარი სპონსორი


ავტორი
Front News საქართველო
საქართველოს პარაძიუდოს ნაკრები ევროპის ჩემპიონია. ჩემპიონატზე, ქართველმა პარასპორტსმენებმა გუნდურ შეჯიბრებაში იტალიის, საფრანგეთის, მოლდოვის და თურქეთის გუნდები დაამარცხეს.
შედეგად, საქართველოს ნაკრებმა თბილისის 2025 წლის ევროპის ჩემპიონატზე ათი მედალი მოიპოვა:
4 ოქრო
2 ვერცხლი
4 ბრინჯაო
რაც შეეხება ინდივიდუალურ შეჯიბრებებს, ქართველმა პარასპორტსმენებმა 9 მედალი მოიპოვეს:
ევროპის ჩემპიონები გახდნენ: გიორგი ქალდანი (70კგ), ლევან გუგავა (-81კგ) და რევაზ ჩიკოიძე (+95კგ).
ვერცხლის მედლები მოიპოვეს: ბაჩუკი შელიამ (-91 კგ) და ზვიად გოგოჭურმა (-95 კგ).
ბრინჯაოს მედლები კი შემდეგმა პარასპორტსმენებმა მიიღეს: ინა ქალდანი (+70 კგ), ლაშა ყიზილაშვილი (-95კგ), ზურაბ ზურაბიანი (-70კგ), საბა ბაღდავაძე (-81 კგ).
ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ სპორტსმენებს. საქართველოს ბანკი, საქართველოს ოლიმპიური ნაკრების მთავარი სპონსორი.
(R)
თაგები:
პარაძიუდოს ნაკრები

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს