Logo

იუკნევიჩიენე - ევროპარლამენტი ქართველ ხალხსა და პოლიტიკურ პატიმრებს სრულ სოლიდარობას უცხადებს

პოლიტიკა
105
Frontnews image description

ევროპარლამენტი ქართველ ხალხსა და პოლიტიკურ პატიმრებს სრულ სოლიდარობას უცხადებს, - ამის შესახებ ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიენე სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, ეს სოლიდარობა მარტში მიღებულ რეზოლუციაში კიდევ ერთხელ დაადასტურა.

"ელენე ხოშტარიას 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. ევროკავშირის კანდიდატ ქვეყანაში პოლიტიკური პატიმრების ადგილი არ არის. ევროპარლამენტი ქართველ ხალხსა და პოლიტიკურ პატიმრებს სრულ სოლიდარობას უცხადებს, რაც მარტში მიღებულ რეზოლუციაში კიდევ ერთხელ დაადასტურა“, - წერს რასა იუკნევიჩიენე. 

"კოალიცია ცვლილებებისთვის" ერთ-ერთ ლიდერს ელენე ხოშტარიას კახა კალაძის საარჩევნო ბანერის დაზიანების გამო 1 წლითა და 6 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. ხოშტარია საპატიმროში უკვე 6 თვეა, იმყოფება და შესაბამისად, პენიტენციურ დაწესებულებას 1 წელში დატოვებს.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები