Logo

ივანე აბაშიძე - ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობა კიდევ ერთ, ახალ ეტაპზე გადავიდა

ბიზნესი-ეკონომიკა
764
Frontnews
ივანე აბაშიძე - ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობა კიდევ ერთ, ახალ ეტაპზე გადავიდა

ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობა კიდევ ერთ, ახალ ეტაპზე გადავიდა - დაიწყო შემოსასვლელი არხისა და მოსაბრუნებელი აუზის დაღრმავება, - განაცხადა საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი, ივანე აბაშიძემ.

მისი თქმით, ტერიტორიაზე სამშენებლო სამუშაოებს ბელგიური კომპანია Jan De Nul ჯგუფის ფლოტის ორი გემი Al-Idrisi და Tristao Da Cunha ერთად ახორციელებენ.

ივანე აბაშიძის შეფასებით, ნავსადგურის მშენებლობა უკვე ახალ, უფრო მეტად რთულ ეტაპზე გადავიდა.

"ეს  პარტნიორებში აჩენს უფრო მეტ ნდობას, განსაკუთრებით საქართველოს დერეფნის მიმართ, საქართველოს სატრანსპორტო ლოგისტიკური სექტორის მიმართ და გვაძლევს ძალიან დიდ გარანტიებს იმისთვის, რომ საქართველოში მოზიდული ტვირთნაკადები, რომლებიც ბოლო წლების, განსაკუთრებით, ბოლო ორი წლის განმავლობაში გაიზარდა, დარჩება საქართველოს სატრანზიტო დერეფანში და ანაკლიის პორტი მოემსახურება სწორედ ამ გაზრდილ ტვირთნაკადებს საქართველოზე გამავალი სატრანზიტო დერეფნების მეშვეობით“, - განაცხადა ივანე აბაშიძემ.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები