
ავტორი
Front News საქართველო
ბრიუსელში მყოფმა ბიუროკრატებმა სცადეს გაენადგურებინათ უნგრეთის ეკონომიკა, - უნგრეთში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტმა ჯეი დი ვენსმა განაცხადა.
"რაც მოხდა ამ ქვეყანაში, რაც მოხდა ამ საარჩევნო კამპანიის განმავლობაში, არის ერთ-ერთი ყველაზე ცუდი მაგალითი უცხოური ჩარევის არჩევნებში, რაც კი ოდესმე მინახავს, ან თუნდაც წამიკითხავს.
ბრიუსელში მყოფმა ბიუროკრატებმა სცადეს გაენადგურებინათ უნგრეთის ეკონომიკა. ისინი ცდილობდნენ, უნგრეთი ნაკლებად ენერგოდამოუკიდებელი გაეხადათ. მათ სცადეს უნგრელი მომხმარებლებისთვის ხარჯების გაზრდა და ეს ყველაფერი გააკეთეს იმიტომ, რომ სძულთ ეს ადამიანი (ორბანი).
ჩვენ გვსურს, რომ თქვენ მიიღოთ გადაწყვეტილება საკუთარი მომავლის შესახებ ყოველგვარი გარე ძალების ზეწოლის გარეშე. ბრიუსელის ბიუროკრატებს, იმ ადამიანებს, არ უნდა მოუსმინოთ. მოუსმინეთ თქვენს გულებს, მოუსმინეთ თქვენს სულებს და მოუსმინეთ უნგრელი ხალხის სუვერენიტეტს", - განაცხადა ჯეი დი ვენსმა.
თაგები:
ჯეი დი ვენსი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს