ჯეი დი ვენსი სომხეთში 9 თებერვალს ჩავა

ავტორი
Front News საქართველო
აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი 9 თებერვალს სომხეთს ეწვევა.
სომხური მედიის ინფორმაციით, ვენსი ერთდღიანი ვიზიტის ფარგლებში სომხეთის პრემიერ-მინისტრს ნიკოლ ფაშინიანს შეხვდება.
მანამდე აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ვიცე-პრეზიდენტი თებერვალში სომხეთსა და აზერბაიჯანს ეწვევა სამშვიდობო ძალისხმევის გასაგრძელებლად და „ტრამპის მარშრუტის“ პროექტის წინსვლის მიზნით.
ტრამპმა ასევე გამოთქვა განზრახვა სომხეთთან „მშვიდობიანი ბირთვული თანამშრომლობის შესახებ შესანიშნავი შეთანხმების“ დადების შესახებ.
თაგები:
ჯეი დი ვენსი




