
ავტორი
Front News საქართველო
რუსეთმა დიდი ხნის წინ შეწყვიტა საზღვრების პატივისცემა, მოსკოვს არ უნდა მიეცეს ევროპის საჰაერო სივრცის დარღვევის შესაძლებლობა, – ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი კაია კალასი სოციალურ ქსელში წერს.
მისივე თქმით, დრონის შეჯახების ფაქტი რუმინეთისა და ევროპის საჰაერო სივრცის სერიოზული დარღვევაა.
"დრონის შეჯახება გალატში მდებარე საცხოვრებელზე არის აშკარა და სერიოზული დარღვევა რუმინეთის სუვერენიტეტისა და ევროპის საჰაერო სივრცის. დღეს, დილით მე ვესაუბრე საგარეო საქმეთა მინისტრს ოანა ცოიუს და გამოვხატე სრული სოლიდარობა რუმინეთის მიმართ.
რუსეთმა დიდი ხნის წინ შეწყვიტა საზღვრების პატივისცემა. მოსკოვს არ უნდა მიეცეს ევროპის საჰაერო სივრცის დარღვევის შესაძლებლობა დაუსჯელად. ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა გუშინ პირობა დადეს, რომ რუსეთის წინააღმდეგ ზეწოლას გაზრდიან, ასევე, უკრაინის მიმართ მხარდაჭერას და ინვესტირებას ევროპის თავდაცვით მზადყოფნაში“, – წერს კალასი სოციალურ ქსელში.
რუმინეთის სასაზღვრო ქალაქ გალატში რუსული დრონი 10-სართულიან კორპუსს შეეჯახა, შედეგად ორი ადამიანი დაშავდა.
თაგები:
კაია კალასი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს