"ქართული ოცნების“ ზუგდიდის ზუგდიდის მერობის კანდიდატი დათო კოდუა საარჩევნო კამპანიას აჯამებს


ავტორი
Front News საქართველო
"ქართული ოცნების“ ზუგდიდის მერობის კანდიდატი დათო კოდუა, საარჩევნო კამპანიას აჯამებს. მერობის კანდიდატი ამომრჩეველს მიმართავს და მთავარ პრიორიტეტებს ასახელებს. კოდუას განცხადებით, კამპანიის პერიოდში, ბოლო თვე-ნახევრის განმავლობაში 140-მდე სხვადასხვა სახის შეხვედრა გაიმართა და 20 ათასამდე მოქალაქეს შეხვდა.
"ჩემო ზუგდიდელებო, საარჩევნო კამპანია დავასრულეთ, ჩვენ ამ ხნის განმავლობაში 140-მდე სხვადასხვა სახის შეხვედრა გავმართეთ. ბოლო თვე-ნახევრის განმავლობაში შევხვდით 20 ათასამდე მოქალაქეს. თქვენთან გამართულ შეხვედრებზე დასახელებული საჭიროებების მოგვარება იქნება ჩვენი მუშაობის მთავარი პრიორიტეტი, მე მოვდივარ კონკრეტული გეგმით - უკეთესი ზუგდიდისთვის.
ჩვენი ახალგაზრდული გუნდისთვის მთავარი იქნება თქვენთან მუდმივი თანამშრომლობა და არსებულ გამოწვევებსა და საჭიროებებზე ერთობლივი მუშაობა.
ჩვენ ერთად კიდევ უფრო მეტად განვავითარებთ ზუგდიდს: ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობა, განათლების ხელშეწყობა, მწვანე სივრცეების შექმნა, სპორტის, კულტურის სფეროების განვითარება, სოციალური და ჯანდაცვის მუნიციპალური პროექტების გაძლიერება, დევნილებისთვის საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება, მძიმე საცხოვრებელ პირობებში მყოფი მოქალაქეებისთვის სახლების მშენებლობა - ეს იქნება ჩვენი მთავარი საზრუნავი. ჩვენ ზუგდიდის გავხდით ქალაქს, რომელიც ქვეყნის შიგნით და მის ფარგლებს გარეთ იამაყებს შემოქმედებითი მიღწევებით, მასშტაბური ღონისძიებებითა და ტურისტული მიზიდულობის ახალი და განახლებული ცენტრებით.
ჩვენ გავზრდით ახალგაზრდების მონაწილეობას მუნიციპალურ პროცესებში, კიდევ უფრო მეტად გაიზრდება მოქალაქეების ჩართულობა გადაწყვეტილების მიღების ნაწილში.
ჩვენი ქალაქისთვის უმნიშვნელოვანესია ანაკლიის პორტის მიმდინარე პროექტი, რომელიც მოგვცემს მეტ ეკონომიკურ შესაძლებლობას, შემოიტანს მუნიციპალიტეტში დოვლათს, ახალ სამუშაო ადგილებს - რაც ახალი განვითარების გარანტი იქნება.
ზუგდიდს განსაკუთრებული, ისტორიული როლი აქვს - ჩვენ ხიდი ვართ ოკუპირებულ აფხაზეთთან, ეს მუნიციპალიტეტი იქნება ყველასგან განსხვავებული, წარმატებული და განვითარებული. სამთავრობო გუნდის დიდი მხარდაჭერით, ამ გზას ერთად გავივლით!
ჩვენ ვიქნებით გამჭვირვალე, კეთილსინდისიერი, საჭიროებებზე დროული რეაგირების მქონე გუნდი, რომლისთვისაც მთავარი საზრუნავი ზუგდიდი და ზუგდიდელები იქნებიან. ამ გზაზე მთავარი ხართ თქვენ და თქვენი მხარდაჭერა მომცემს მანდატს ერთად დაუღალავად ვიშრომოთ ჩვენი ქალაქისთვის!
მჯერა არჩევნებში თქვენი მხარდაჭერის, გპირდებით, თქვენს ნდობას საქმით გავამართლებ.
მშვიდობა საქართველოს მეტი განვითარება ზუგდიდს!“ - აღნიშნულია დათო კოდუას მიმართვაში.
თაგები:
დათო კოდუა

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს