კატალინ ჩობორი - დავესწარით საარჩევნო უბნის გახსნას, ყველაფერი წესრიგშია


ავტორი
Front News საქართველო
საქართველოში სადამკვირვებლო მიზნით ჩამოვედი, დავესწარით საარჩევნო უბნის გახსნას, ყველაფერი წესრიგშია, - განაცხადა უნგრეთის პარლამენტის წევრმა კატალინ ჩობორმა.
"საქართველოს ძალიან კარგი და საინტერესო საარჩევნო სისტემა აქვს. იმედი მაქვს, რომ დღეს ყველაფერი კარგად ჩაივლის“, - აღნიშნა კატალინ ჩობორმა.
საქართველოში დღეს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები
ცესკოს მონაცემებით, საარჩევნო პროცესს დააკვირდებიან 27 ადგილობრივი ორგანიზაციის და 28 საერთაშორისო დამკვირვებლები, მათ შორის ბულგარეთიდან, ალბანეთიდან, ბოსნია და ჰერცეგოვინადან, უნგრეთიდან, სლოვაკეთიდან, მონტენეგროდან, თურქეთიდან და მოლდოვიდან.
თაგები:
უნგრეთი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს