"კატეგორიულად უარვყოფთ მონაწილეობას ე.წ. თვითმმართველობის არჩევნებში, გელოდებით 19 ივლისს, 19:00 საათზე თსუ-ის ეზოში"


ავტორი
Front News საქართველო
ვგმობთ ივანიშვილის ანტიდემოკრატიულ და რუსულ რეჟიმს, რომელიც კრიმინალური არჩევნებით ცდილობს მიტაცებული ძალაუფლების შენარჩუნებას და ლეგიტიმაციის მოპოვებას. ვაღიარებთ და მოვითხოვთ მხოლოდ თავისუფალ და სამართლიან საპარლამენტო არჩევნებს, - ამის შესახებ პროფესორ-მასწავლებლების განცხადებაშია აღნიშნული.
ისინი მოქალაქეებს, სტუდენტებსა და კოლეგებს 19 ივლისს, 19:00 საათზე თსუსთან მისვლას მოუწოდებენ.
"მინდა მივმართო რეჟიმს, ჩვენ ვერ დაგვაშინებთ. დღეს, როდესაც 60-მდე პოლიტიკური პატიმარი, ახალგაზრდა ბიჭი და გოგოები გვყავს ციხეში, დღეს, როდესაც მასწავლებელი ნინო და მზია ამაღლობელი არიან ციხეში, სამსახურის და თანამდებობის დაკარგვა ძალიან ფერმკრთალდება იმ ტრაგედიებთან შეფარებით, რასაც დღეს ჩვენ ვუყურებთ.
რაც შეეხება პროფესორების მიმართვას - ჩვენ, საქართველოს საგანმანათლებლო დაწესებულებების პროფესორები და მასწავლებლები ვადასტურებთ ერთგულებას თავისუფალი, სამართლიანი და დემოკრატიული საზოგადოების იდეალებისადმი, სამართლის უზენაესობისა და ადამიანის ღირსების პრინციპებს. კატეგორიულად უარვყოფთ მონაწილეობას ე.წ. თვითმმართველობის არჩევნებში, რომელიც არის რუსული რბილი ძალის გამოხატულება და სპეცოპერაცია მიმართული საქართველოს სუვერენიტეტისა და დემოკრატიის წინააღმდეგ.
ვგმობთ ივანიშვილის ანტიდემოკრატიულ და რუსულ რეჟიმს, რომელიც კრიმინალური არჩევნებით ცდილობს მიტაცებული ძალაუფლების შენარჩუნებას და ლეგიტიმაციის მოპოვებას. ვაღიარებთ და მოვითხოვთ მხოლოდ თავისუფალ და სამართლიან საპარლამენტო არჩევნებს, როგორც ხალხის ნების ლეგიტიმურ გამოხატულებას.
გელოდებით 19 ივლისს, 19:00 საათზე თსუ-ის ეზოში, სადა პარლამენტის შენობამდე საპროტესტო მსვლელობა დაიწყება.
მოვუწოდებთ ყველას, განსაკუთრებით სტუდენტებს და კოლეგებს, ყველას, შემოგვიერთდნენ სამართლიან ბრძოლაში", - აღნიშნულია პროფესორ-მასწავლებლების განცხადებაში.


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს