"კავკასიის უნივერსიტეტის" სტუდენტების სავარაუდო ინტოქსიკაციის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

ავტორი
Frontnews საქართველო
შინაგან საქმეთა სამინისტრომ "კავკასიის უნივერსიტეტის" სტუდენტების სავარაუდო ინტოქსიკაციის ფაქტზე გამოძიება დაიწყო.
როგორც Front News-ს შსს-ში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 124-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე, ან მძიმე დაზიანებას გულისხმობს.
არსებული ინფორმაციით, "კავკასიის უნივერსიტეტში“ გამართულ Welcome Party-ზე, სავარაუდოდ, უცხო პირმა, სავარაუდოდ, ალკოჰოლურ სასმელში გაურკვეველი ნივთიერება ჩაყარა, რის შედეგადაც, სტუდენტები ინტოქსიკაციით კლინიკაში გადაიყვანეს.





