Logo

კიბერუსაფრთხოების ბიუროს წარმომადგენლებმა აშშ-ში გამართულ კიბერსწავლებაში მიიღეს მონაწილეობა

სამხედრო
248
Frontnews image description

აშშ-ის ჯორჯიის შტატის ეროვნული გვარდიის მიწვევით, კიბერუსაფრთხოების ბიუროს წარმომადგენლებმა  მონაწილეობა მიიღეს კიბერსწავლება „Cyber Dawg”-ში.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნული სწავლება ჩატარდა ჯორჯიის კიბერინოვაციების და სწავლებების ცენტრში და კიბერკრიზისის რეალური იმიტირების გზით, მიზნად ისახავდა კრიტიკული ინფრასტრუქტურის უსაფრთხოების უზრუნველყოფას.

სწავლებაში მონაწილეობას იღებდა აშშ-ის სხვადასხვა სამხედრო თუ სამოქალაქო სამსახური, ისევე როგორც პარტნიორი ქვეყნები. სწავლების სცენარის მიხედვით, თავდაცვითი გუნდების მოვალეობა იყო IT ინფრასტრუქტურის კიბერუსაფრთხოების უზრუნველყოფა, რაც ითვალისწინებდა ინციდენტების იდენტიფიცირებას და მათზე შესაბამის რეაგირებას.

კიბერუსაფრთხოების ბიუროს წარმომადგენლებისაგან შემდგარმა გუნდმა, ყველაზე მეტი კიბერინციდენტის გამოვლენის შედეგად, სწავლებაზე პირველი ადგილი დაიკავა.

აღნიშნული ღონისძიება ჩატარდა საქართველოსა და ჯორჯიის შტატის ეროვნულ გვარდიას შორის არსებული თანამშრომლობის ფარგლებში, რაც საქართველოს თავდაცვის ძალების სხვა მიმართულებების გაძლიერებასთან ერთად, ხელს უწყობს თავდაცვის სამინისტროს კიბერშესაძლებლობების ზრდას.

Advertisement