კიევში რუსების სარაკეტო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 12-მდე გაიზარდა


ავტორი
Front News საქართველო
კიევის სვიატოშინსკის რაიონში მაშველები სახლის ნანგრევების გაწმენდას აგრძელებენ. მათ კიდევ ორი გარდაცვლილი იპოვეს, – ამის შესახებ კიევის საქალაქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ტიმურ ტკაჩენკო სოციალურ ქსელში წერს.
“მაშველებმა სვიატოშინსკის რაიონში ნანგრევებიდან კიდევ 2 ცხედარი ამოიყვანეს. ამჟამად 12 დაღუპულია”, – წერს ის.
ტკაჩენკოს თქმით, რუსული თავდასხმის შედეგების აღმოსაფხვრელად მუშაობა გრძელდება.
24 აპრილის ღამეს, რუსმა ოკუპანტებმა უკრაინას რაკეტებითა და დრონებით დაარტყეს. დაშავებულია 90 ადამიანი.
25 აპრილი უკრაინაში გლოვის დღედ არის გამოცხადებული.


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს