
ავტორი
Front News საქართველო
რუსეთის მიერ კიევზე განხორციელებული მასშტაბური საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა და დაშავებულთა რიცხვი იზრდება. ამ დროისთვის ცნობილია ორი დაღუპულის და 56 დაშავებულის შესახებ, - ამის შესახებ კიევის მერმა ვიტალი კლიჩკომ განაცხადა.
"საშინელი ღამე იყო კიევისთვის... მაშველები ამჟამად ხანძარს აქრობენ და ნანგრევებს ასუფთავებენ. მედიკოსები დაშავებულებს დახმარებას უწევენ“, - განაცხადა კლიჩკომ.
მისივე თქმით, 56 დაშავებულიდან 30 საავადმყოფოშია გადაყვანილი, მათ შორის ორი ბავშვის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა.
სამი დაშავებული მძიმე მდგომარეობაშია. ექიმებმა 16 ადამიანს ამბულატორიული დახმარება გაუწიეს.
24 მაისის ღამეს რუსეთმა კიევს ბალისტიკური რაკეტებითა და თავდასხმის დრონებით დაარტყა.
თავდასხმამდე რამდენი საათით ადრე უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ამერიკელი და ევროპელი პარტნიორების ცნობით, რუსეთი ქვეყანაზე ბალისტიკური რაკეტა "ორეშნიკით“ დარტყმას ამზადებდა. მან უკრაინელებს მოუწოდა, განგაშის სიგნალებზე რეაგირება მოეხდინათ და თავშესაფარი ეპოვათ.

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს