Logo

კრაკოვში საქართველოს გენერალურ საკონსულოს იოსებ ხახალეიშვილი უხელმძღვანელებს

პოლიტიკა
544
Frontnews image description

პოლონეთში, ქალაქ კრაკოვში საქართველოს გენერალური საკონსულო ამოქმედდება.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გენერალური საკონსულოს გახსნისთვის საჭირო პროცედურები პოლონურ მხარესთან თანამშრომლობით მიმდინარე წლის 11 თებერვალს დასრულდა. გენერალურ საკონსულოს იოსებ ხახალეიშვილი უხელმძღვანელებს, რომელიც საქმიანობას მომავალი კვირიდან შეუდგება.

გენერალური საკონსულო დაფარავს შემდეგ ოლქებს: ლუბესკიე, მალოპოლსკი, პოდკარპაცკი, შვიეტოკშისკი. გენერალური საკონსულო ქალაქ კრაკოვში იქნება განთავსებული და გახსნის ოფიციალური ცერემონია უახლოეს მომავალში გაიმართება.

გენერალური საკონსულო მომსახურებას გაუწევს ზემოაღნიშნულ საკონსულო ოლქში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს.

Advertisement