Logo

კუბილიუსი - დროა, ევროპელებმა შეიმუშაონ საკუთარი სამშვიდობო გეგმა უკრაინისთვის

უკრაინა
62
Frontnews image description

დროა, ევროპელებმა შეწყვიტონ დონალდ ტრამპის ზურგს უკან ყოფნა და შეიმუშაონ საკუთარი სამშვიდობო გეგმა უკრაინისთვის, – ამის შესახებ თავდაცვის საკითხებში ევროკომისარმა ანდრიუს კუბილიუსმა "პოლიტიკოსთან“ ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, ევროკავშირი უნდა იყოს დამოუკიდებელი ან, სულ მცირე, მზად იყოს, დაიკავოს ძლიერი პოზიცია გეოპოლიტიკურ მოვლენებში, მათ შორის ჰქონდეს საკუთარი გეგმა, როგორ შეიძლება უკრაინაში მშვიდობის დამყარება და ეს გეგმა თავის ტრანსატლანტიკურ პარტნიორებთან განიხილოს.

"ყოველ ექვს თვეში ჩვენ ვიღებთ ახალ გეგმებს და გარკვეულწილად, მაქვს შეგრძნება, რომ ჩვენ აქ ველოდებით, გავიგოთ, რა გეგმები მოვა ვაშინგტონიდან ამ წელს.

ჩვენ უნდა გვქონდეს შესაძლებლობა, განვიხილოთ ორი გეგმა – ერთი ევროპული და მეორე, შესაძლოა, ჩვენი ამერიკელი მეგობრების მიერ მომზადებული“, – განაცხადა კუბილიუსმა.

Advertisement