
ავტორი
Front News საქართველო
კიევში სამაშველო სამუშაოები დასრულდა. ბოლო ინფორმაციით, 1 აგვისტოს ღამის დარტყმის შედეგად 9 ადამიანი დაიღუპა, 33 კი დაშავდა. დაშავებულებს შორის ოთხი ბავშვია.
მაშველებმა 105 ადამიანის გადარჩენა შეძლეს.
შედეგების ლიკვიდაციაში 206 მაშველი და 42 ერთეული ტექნიკა იყო ჩართული.
პირველი აგვისტოს ღამეს რუსეთმა კიევს ორჯერ ბალისტიკური რაკეტებით დაარტყა. დაღუპულებს შორის არის საპატრულო პოლიციის თანამშრომელი, 22 წლის ახალგაზრდა.
დაზიანებები და ნგრევა კიევის 5 რაიონში დაფიქსირდა.

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს