ლაშა ბერიძე – დრო დასჭირდება უკრაინას, რომ ახალ სტრატეგიაზე გადაეწყონ, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ უკრაინამ ისწავლა თავის დაცვა


ავტორი
Front News საქართველო
სამწუხაროდ, ტრამპის ადმინისტრაციამ შექმნა ილუზია, რომ ის მშვიდობის დამყარებას შეძლებდა. ეს შეუძლებელია, უკრაინის ომი არის გრძელვადიანი, – ამის შესახებ პოლკოვნიკმა ლაშა ბერიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, უკრაინას ახლა რთული პერიოდის გავლა მოუწევს აშშ-ის დახმარების გარეშე.
“ეს არის ზუსტად ის შეტევა, რაც აჩვენებს, რომ პუტინს არანაირი მოლაპარაკებები არ სურს. მას არანაირი პირობებით არ აწყობს მოლაპარაკებები იმიტომ, რომ ამ ომის ვითარების მშვიდობაში გადატანა, როგორც ჩანს, ვერ შეძლებს და ამისთვის ემზადება. ყველაფერი დანარჩენი არის ილუზიის შექმნა.
სამწუხაროდ, ტრამპის ადმინისტრაციამ შექმნა ილუზია, რომ ის მშვიდობის დამყარებას შეძლებდა. ეს შეუძლებელია, უკრაინის ომი არის გრძელვადიანი ომი და რაც უფრო დრო გავა, პუტინი უფრო აგრესიული გახდება. მას უკვე აღარ შეუძლია სამხედრო ობიექტებზე იოლად თავდასხმა ამიტომ, უფრო აგრესიული გახდება სამოქალაქო ობიექტების მიმართ. უფრო რთული გახდება ეს ომი.
დრო დასჭირდება უკრაინას, რომ ახალ სტრატეგიაზე გადაეწყონ, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ უკრაინამ ისწავლა თავის დაცვა, ისწავლა ბრძოლის წარმართვა.
ახლა ყველაზე ძნელი მომენტის გავლა მოუწევს უკრაინას, ეს იქნება ამერიკის მხარდაჭერის გარეშე ბრძოლის გაგრძელება, რისთვისაც უფრო სერიოზულად უნდა მოემზადონ”, – განაცხადა ლაშა ბერიძემ.
თაგები:
ლაშა ბერიძე

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს