
ავტორი
Front News საქართველო
საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ლატვია გულწრფელ მილოცვებს და საუკეთესო სურვილებს უგზავნის ქართველ ხალხს, - ამის შესახებ ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მილოცვაშია აღნიშნული.
"საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ლატვია გულწრფელ მილოცვებს და საუკეთესო სურვილებს უგზავნის ქართველ ხალხს. ლატვია მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს დემოკრატიისა და მისი ხალხის ევროპულ მისწრაფებებს", - აღნიშნულია წერილში.
26 მაისს საქართველო დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს. ეროვნული საბჭოს დადგენილებით, 1918 წლის 26 მაისს საქართველო დამოუკიდებელ რესპუბლიკად გამოცხადდა. საქართველოს დემოკრატიულმა რესპუბლიკამ, რომლის დამოუკიდებლობა ევროპის წამყვანმა ქვეყნებმა ცნეს, არსებობა არასრული სამი წლის თავზე, საბჭოთა რუსეთის მიერ განხორციელებული ოკუპაციის შემდეგ შეწყვიტა. საქართველომ დამოუკიდებლობის აღდგენა 70 წლის შემდეგ, 1991 წლის 9 აპრილს შეძლო.

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს