საქართველოს 2 მოქალაქეს ლატვიაში შესვლა განუსაზღვრელი ვადით აეკრძალა

ავტორი
Front News საქართველო
ლატვიამ საქართველოს 2 მოქალაქე პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა. მათი ვინაობა ჯერჯერობით უცნობია.
ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მათ ქვეყანაში შესვლა განუსაზღვრელი ვადით აეკრძალათ.
"იმიგრაციის შესახებ კანონის 61-ე მუხლის მეორე პუნქტის შესაბამისად, საგარეო საქმეთა მინისტრმა ბაიბა ბრაჟემ, მიიღო გადაწყვეტილება ლატვიის რესპუბლიკაში არასასურველ პირთა სიაში საქართველოს ორი მოქალაქის შეყვანის შესახებ, მათ ლატვიაში შესვლა განუსაზღვრელი ვადით აეკრძალათ", - აღნიშნულია განცხადებაში.
თაგები:
ლატვია




