
ავტორი
Front News საქართველო
აშშ-სა და ირანს შორის ურთიერთობების ამჟამინდელი ესკალაცია პოტენციურად ფეთქებადსაშიშია არა მხოლოდ ირანისთვის, არამედ მთელი ახლო აღმოსავლეთისთვის, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა.
"აქ ძალიან ბევრი ნაღმია, რომელიც მზად არის აფეთქებისთვის, უბრალოდ ელოდებიან, როდის დააბიჯებენ ფეხს“, – აღნიშნა ლავროვმა.
მისივე თქმით, ირანი რუსეთის ახლო პარტნიორი და მეზობელია და მისთვის სულერთი არ არის ახლო აღმოსავლეთში არსებული გართულებული ვითარება.
„ვფიქრობ, ისრაელმა, ამერიკამ და ირანმა იციან, რომ ჩვენ მზად ვართ, წვლილი შევიტანოთ სიტუაციის მოგვარებაში და ადრე მიღწეული შეთანხმებების შესრულებაში“, – განაცხადა სერგეი ლავროვმა.
თაგები:
სერგეი ლავროვი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს