ლავროვი – ჩვენ გვაქვს თბილისთან კონტაქტები, შვეიცარიის საელჩოში ინტერესთა სექცია გვაქვს


ავტორი
Front News საქართველო
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვის განცხადებით, რუსეთი საქართველოსთან კონტაქტებს ინარჩუნებს საჭიროების მიხედვით.
“ჩვენ გვაქვს თბილისთან კონტაქტები. შვეიცარიის საელჩოში ინტერესთა სექცია გვაქვს. იქ მუშაობენ ჩვენი დიპლომატები, რომელთაც საჭიროების მიხედვით აქვთ შესაძლებლობა განიხილონ მიმდინარე საკითხები, პირველ რიგში, ვაჭრობის, ტურიზმის, საქართველოს შესაბამის ორგანოებთან ადამიანებს შორის პირდაპირი კონტაქტის სფეროში”, – განაცხადა ლავროვმა “3+3-ის” ფორმატის სხდომაზე.
მისივე თქმით, საქართველოსთვის კარი ღიაა.
“მორიგ ჯერზე, ამას ვაკეთებთ ყოველთვის, როდესაც ამ ფორმატში ვიკრიბებით, დავადასტურეთ, რომ საქართველოსთვის ამ პლატფორმის კარები ყოველთვის ღია რჩება. ვიმედოვნებთ, დროთა განმავლობაში ქართველი მეზობლები ჩაერთვებიან მის მუშაობაში”, – განაცხადა ლავროვმა.
თაგები:
სერგეი ლავროვი

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა