ლავროვი - ევროპა თუ დაიწყებს რუსეთზე თავდასხმას, იქნება სრულფასოვანი სამხედრო რეაგირება ყველა არსებული საშუალებით

ავტორი
Front News საქართველო
რუსეთი ევროპაზე თავდასხმას არ გეგმავს, თუმცა სამხედრო რეაგირებისთვის მზადაა, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა.
მისივე თქმით, სრულფასოვანი სამხედრო რეაგირება იქნება ყველა არსებული სამხედრო საშუალებით.
"ჩვენ არ ვაპირებთ ევროპაზე თავდასხმას, ამის აბსოლუტურად არანაირი საჭიროება არ გვაქვს. მოულოდნელად ევროპა თუ განახორციელებს ჩვენ წინააღმდეგ ომისთვის მზადების მუქარას და დაიწყებს რუსეთის ფედერაციაზე თავდასხმას, მაშინ, როგორც პრეზიდენტმა განაცხადა, ეს არ იქნება სპეციალური სამხედრო ოპერაცია ჩვენი მხრიდან, არამედ სრულფასოვანი სამხედრო რეაგირება ყველა არსებული სამხედრო საშუალებით“, – განაცხადა ლავროვმა.
თაგები:
სერგეი ლავროვი




