ლექსმანი – სამწუხაროდ, ვიცით, რომ “ოდირი“ არის ისეთი რეჟიმების გავლენის ქვეშ, რომლებიც არ არიან დაინტერესებული თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებით


ავტორი
Front News საქართველო
სამწუხაროდ, ჩვენ ვიცით, რომ “ოდირი“ არის ისეთი რეჟიმების გავლენის ქვეშ, რომლებიც არ არიან დაინტერესებულები თავისუფალ და სამართლიან არჩევნებში. ამიტომ, ჩვენ უნდა მოვძებნოთ გამოძიების ისეთი საშუალება, რომელიც თავისუფალი იქნება ამ რეჟიმების გავლენისგან და რაც მოიტანს სამართლიან შედეგებს და თუ დადასტურდება, რომ ეს არჩევნები გაყალბდა, შემდეგ შედეგებზე უნდა ვიფიქროთ, – განაცხადა ევროპარლამენტარმა მირიამ ლექსმანმა.
მისივე თქმით, საერთაშორისო საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს ხელისუფლებამ გაასაჯაროოს დეტალები და მოხდეს ამ დეტალების გაცნობა.
“ჩვენ გვაქვს ყველა სახის მტკიცებულება, რომ ეს არჩევნები არ იყო თავისუფალი და სამართლიანი. ახლა საერთაშორისო საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანია, რომ გავეცნოთ დეტალებს. ვაიძულოთ საქართველოს ხელისუფლება, რომ გაასაჯაროოს დეტალები. მანამდე კი სრულიად შეუძლებელია, რომ ჩვენ ამ არჩევნების შედეგები ვაღიაროთ.
ახლა ინდივიდუალური სანქციები არის ყველაზე მნიშვნელოვანი. ჩვენ ვერ დავსჯით ყველას საქართველოში, ვინც მონაწილეობა მიიღო გაყალბებაში, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ დავასანქციროთ რამდენიმე პიროვნება, რომლებიც პასუხისმგებელი არიან ამ გაყალბებებზე“, – განაცხადა მირიამ ლექსმანმა.
თაგები:
მირიამ ლექსმანი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს