
ავტორი
Front News საქართველო
ექიმები ყველაფერს აკეთებენ, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილური იყოს, საბოლოოდ, გამოვიდეს ამ მდგომარეობიდან. იმედი ვიქონიოთ, ყველაფერი კარგად იქნება, - ამის შესახებ სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა კავკასიის მედიცინის ცენტრში, პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, ექიმებისგან დამაიმედებელი ამბები ისმის.
“მინდა, პატრიარქს ჯანმრთელობა ვუსურვო, ბევრი ადამიანი მიკავშირდება და შეწუხებულია ამ ამბით. ბუნებრივია, ყველას გვადარდებს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა. ექიმები ყველაფერს აკეთებენ, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილური იყოს, საბოლოოდ, გამოვიდეს ამ მდგომარეობიდან. იმედი ვიქონიოთ, ყველაფერი კარგად იქნება. ყველაფერს აკეთებენ, რომ მდგომარეობა გაუმჯობესდეს, ეს პრობლემა დაიძლიოს, რაც აწუხებს. ექიმებთან საუბარი არ მქონია, მაგრამ ვინც იქ იმყოფება დამაიმედებელი განწყობა აქვს და მოლოდინი, რომ ყველაფერი კარგად იქნება“,- განაცხადა ლევან იოსელიანმა.
კათოლიკოს-პატრიარქი კავკასიის მედიცინის ცენტრში, ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება.
თაგები:
ლევან იოსელიანი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს