ლევან იოსელიანმა N6 პენიტენციურ დაწესებულებაში ალეკო ელისაშვილი მოინახულა

ავტორი
Front News საქართველო
ლევან იოსელიანმა N6 პენიტენციურ დაწესებულებაში განთავსებული ბრალდებული ალექსანდრე (ალეკო) ელისაშვილი, ასევე დაწესებულებაში მყოფი სხვა პატიმრები მოინახულა და მათი განთავსების პირობებს გაეცნო, - ამის შესახებ სახალხო დამცველის აპარატის განცხადებაშია აღნიშნული.
ომბუდსმენის აპარატის ცნობით, სახალხო დამცველმა დაათვალიერა დაწესებულების ინფრასტრუქტურა.
"4 დეკემბერს საქართველოს სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა N6 პენიტენციურ დაწესებულებაში განთავსებული ბრალდებული ალექსანდრე (ალეკო) ელისაშვილი, ასევე დაწესებულებაში მყოფი სხვა პატიმრები მოინახულა და მათი განთავსების პირობებს გაეცნო.
ამასთან, სახალხო დამცველმა დაათვალიერა დაწესებულების ინფრასტრუქტურა, მოინახულა ახლად გახსნილი ხის საამქრო, გაეცნო დაწესებულებაში ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის ხელშეწყობის მიზნით მიმდინარე პროგრამებს, დაათვალიერა პირადი სივრცეები და შეხვდა და გაესაუბრა დაწესებულების ადმინისტრაციას”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.





