Logo

ლევან ხაბეიშვილი - ნურავის განსჯაში ნუ შედიხართ, ვინ ერთიანები ხართ, ისინი დაიგეგმეთ, არ გვინდა გაუგონარი სჯა-ბაასი, სამარცხვინოა ამის ყურება

პოლიტიკა
354
Frontnews image description

ჩემს საქმეში არ არის დაზარალებული, ვინმეს ქრთამი თუ შევთავაზე, ვინ დაზარალდა? ან მე რა სიკეთე მივიღე? ცოტა რაღაც რომ დაგებრალებინათ, ვიტყოდი მაბრალებენ მეთქი, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა სასამართლო პროცესზე განაცხადა.

მისივე თქმით, ის პოლიტიკური განცხადებების გამოა დაკავებული.

"მე-7 თვეა, სასამართლო პროცესები ინიშნება, მაგრამ ჩემი სასამართლო არ მიმდინარეობს. მინდა ერთიანობის საკითხს გამოვეხმაურო. ბიძინამ პარტიები გააუქმა და მოქალაქეებს აუქმებს. მძიმე საყურებელია. მე, რომელ პარტიასაც წარმოვადგენ, მათ ვეტყვი, რომ არასდროს ვიყოთ ვინმეს ხელშემშლელები. სადაც ერთიანობა იქნება, იქ უნდა ვიყოთ. გთხოვთ, ვინც ამბობს, რომ ერთიანობა არ უნდა, თავი დავანებოთ, მათგან ზოგი ჩვენს საქმეს აკეთებს. არ გვინდა ერთმანეთის ლანძღვა. გავიგეთ, რომ „ლელო" არ შემოდის, არც გახარიას პარტია. ყველას თავისი გზა აქვს. ნურავის განსჯაში ნუ შედიხართ. ვინ ერთიანები ხართ, ისინი დაიგეგმეთ, არ გვინდა გაუგონარი სჯა-ბაასი. სამარცხვინოა ამის ყურება.

მე-7 თვეა პატიმარი ვარ და ვუყურებ, რომ მიქაუტაძეზე რომ მე ვიძახდი კორუმპირებულია-მეთქი, მაშინ ზარქუა ამბობდა, იტყუებაო. ღარიბაზე ვამბობდი, ამბობდნენ იტყუებაო. ჯუანშერი მოვიდა, იმაზეც ვთქვი, ლილუაშვილზე რომ ვთქვი, ამბობდნენ არაო. ლამის ფიზიკურად მცემდნენ, ფარცხალაძეზე რომ ვთქვი. ერთ სართულზე ვართ მე ლილუ. ჩემზე ჩინი უნდა მოემატებინათ და ეთქვათ, მთავარი გამომძიებელიაო, თუ ყველაფერს მართალს ვამბობდი, ბექა მე რატომ ვარ ციხეში.

რაც შეეხება ჩემს დანაშაულს, პოლიტიკური განცხადებების გამო ვარ დაკავებული. გელა ხასაიამ ვიღაც ცემაო და ნაცემი კაცი ჩაუდეს საქმეში. ვინმეს თუ იჭერენ, რაიმეს აბრალებენ მაინც. ჩემი ბრალი კი სულ ხუთი ფურცელია, სადაც რამდენიმე მოწმის ჩვენება და ფეისბუკსტატუსებია. მე არცერთ მოქმედებას არ მედავებიან. ჩემს საქმეში არ არის დაზარალებული, ვინმეს ქრთამი თუ შევთავაზე, ვინ დაზარალდა? ან მე რა სიკეთე მივიღე? ცოტა რაღაც რომ დაგებრალებინათ, ვიტყოდი მაბრალებენ მეთქი", - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

 

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები