ლევან მაჭავარიანი - ამ უსამშობლო აგენტს საპარლამენტო არჩევნებზე 230 000-მა ჩვენმა თანამოქალაქემ მიეცით ხმა, ოდნავადაც არ გრცხვენიათ?

ავტორი
Front News საქართველო
საპარლამენტო ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლევან მაჭავარიანი "კოალიცია ცვლილებებისთვის" ერთ-ერთი ლიდერის ნიკა გვარამიას მიერ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა.
"შეგახსენებთ, რომ ამ უსამშობლო აგენტს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე 230.000-მა ჩვენმა თანამოქალაქემ მიეცით ხმა. ოდნავადაც არ გრცხვენიათ?
იმასაც შეგახსენებთ, რომ ეს უსამშობლო აგენტი 1 თვის წინ ძალიან დამწუხრებული საუბრობდა იმაზე, რომ განადგურებულ უკრაინას აღდგენისთვის მსხვილ ტრანშებს ჩაურიცხავენ და ჩვენ ამ ფულის გარეშე დავრჩებით, რადგან მშვიდობაა საქართველოშიო", - წერს მაჭავარიანი სოციალურ ქსელში.
თაგები:
ლევან მაჭავარიანი




