Logo

ლევან მაჭავარიანი - საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობა ძალიან კარგად ხვდება, ვის ემსახურებიან ეს აგენტები

პოლიტიკა
129
Frontnews
ლევან მაჭავარიანი - საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობა ძალიან კარგად ხვდება, ვის ემსახურებიან ეს აგენტები

არაფერი არ შეუძლია არც ელენე ხოშტარიას, არც აგენტურული ოპოზიციის წარმომადგენლებს, არც მათთან აფილირებულ „ენჯეოებს“, იმავე ლომჯარიას და გიგაურებს, ისინი არიან გაშიფრული, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ლევან მაჭავარიანმა განაცხადა.

მისი თქმით, ჩვენი საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობა ძალიან კარგად ხვდება, რომ აგენტები ემსახურებიან ყველას, საქართველოს ინტერესების გარდა.

"სურათი უცვლელია, მით უმეტეს ბოლო წლების განმავლობაში ჩვენ ვაკვირდებით, ეს აქტორები, რადიკალიზმზე, ექსტრემიზმზე და პოლიტიკურ ტერორიზმზე დაფუძნებით, მთლიანად აყალიბებენ დღის წესრიგს და გარე ძალებისგან, რომლებიც ჩვენ შიდა საქმეებში უხეშად ერევიან, შველას ელოდებიან. გარე ძალების მაგალითად შეგვიძლია მოვიყვანოთ მაკკეინის ინსტიტუტი, რომელმაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ოპოზიციას "გაიდლაინი“ გადასცა, რის მიხედვითაც ისინი მოქმედებდნენ, რომ პროტესტი უნდა გადაეყვანათ სამოქალაქო დაპირისპირებაში, უნდა ყოფილიყო მსხვერპლი. სწორედ ეს არის, რასაც ჩვენ ვებრძვით. ეს ექსტრემიზმი და ფაშიზმი საქართველოში ერთხელ და სამუდამოდ დასრულდება. არაფერი არ შეუძლია არც ელენე ხოშტარიას, არც აგენტურული ოპოზიციის წარმომადგენლებს, არც მათთან აფილირებულ „ენჯეოებს“, იმავე ლომჯარიას და გიგაურებს, ისინი არიან გაშიფრული. ჩვენი საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობა ძალიან კარგად ხვდება, ვის ემსახურებიან ეს აგენტები. ისინი ყველას და ყველაფერს ემსახურებიან, საქართველოს ინტერესების გარდა“, – განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.

"დროას“ ლიდერმა ელენე ხოშტარიამ „ტვ პირველისთვის“ ციხიდან მიცემულ სატელეფონო ინტერვიუში აქციების აუცილებლობაზე საუბრისას განაცხადა: „ჩვენ უნდა ვუთხრათ პარტნიორებს, იცით რა, მეგობრებო? ხალხს იჭერენ, სცემენ, ასე შემდეგ, მაგრამ კიდევ გამოვიდა 300 ათასი, ვიცით, რა უნდა გაკეთდეს. ჩვენ გთხოვთ ელემენტარულ რამეს, ეს ხუთი პუნქტი თუ რამდენიც იქნება, დაათმობინეთ. ეს იქნება კონცენტრირებული ზეწოლა, აქ 300 ათასი ადამიანი, პარალელურად, იქიდან ყველას ეცოდინება, რომ ამ კულმინაციამდე მივდივართ“.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები