ლევან მაჭავარიანი - ტრამპის დისკრედიტაციის შეკვეთილი კამპანია რამდენიმე მიზეზით არის გამოწვეული

ავტორი
Frontnews საქართველო
ტრამპმა დაარქვა რუსეთ-უკრაინის ომს თავისი სახელი, ამხილა ბრიუსელის მმართველი კლასი, არასამთავრობოები, ეწინააღმდეგება LGBT პროპაგანდას და მიგრაციას, შესაბამისად, არაფორმალური ოლიგარქიული ძალების მართული ულტრამემარცხენე, ფსევდოლიბერალი პოლიტიკოსები და მათი მედიასაშუალებები ყველანაირად ეცდებიან მისი ადმინისტრაციის "გაშავებას“, - წერს საპარლამენტო ფრაქცია "ქართული ოცნების” თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლევან მაჭავარიანი სოციალურ ქსელში.
"რამდენიმე დღის წინ ბრიუსელმა განაცხადა, რომ კანდიდატ ქვეყნებს "ეკრძალებათ“ ურთიერთობა ბატონი ტრამპის ადმინისტრაციასთან. რა თქმა უნდა, ამ მესიჯის ჩაშლა, კიდევ უფრო მეტი სიმძაფრით, „დიფ სთეითის“ აგენტურას ბრიუსელის მიღმაც დაევალა.
დონალდ ტრამპისა და მისი ადმინისტრაციის დისკრედიტაციის შეკვეთილი კამპანია რამდენიმე მიზეზით არის გამოწვეული:
დაარქვა რუსეთ-უკრაინის ომს თავისი სახელი - ესაა პროქსი ომი დასავლეთსა და რუსეთს შორის და უკრაინა გამოყენებულ იქნა სატელიტ სახელმწიფოდ. ამასთანავე, მხოლოდ იგი ცდილობს ამ ომის დასრულებას;
ამხილა ბრიუსელის მმართველი კლასი - მათ ევროპა ცივილიზაციული უფსკრულისკენ მიჰყავთ;
* ამხილა NGO ორგანიზაციები, მათ შორის, დახურა USAID და NED. ფაქტებით დაადასტურა, რომ ისინი სხვადასხვა ქვეყნებში რევოლუციებს აფინანსებდნენ;
* ეწინააღმდეგება LGBT პროპაგანდას;
* ეწინააღმდეგება უკონტროლო მიგრაციას.
ჩამოთვლილთაგან, მსუბუქად რომ ვთქვათ, არაფერი არ ჯდება არაფორმალური ოლიგარქიული მმართველობის დღის წესრიგში. შესაბამისად, ამ ძალების მართული აგენტურა - ულტრამემარცხენე, ფსევდოლიბერალი პოლიტიკოსები და მათი მედიასაშუალებები - ყველანაირად ეცდებიან მისი ადმინისტრაციის „გაშავებას“, - წერს ლევან მაჭავარიანი.
თაგები:
ლევან მაჭავარიანი




