
ავტორი
Front News საქართველო
პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილი ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტ პერე ჟოან პონს სამპიეტროსა და მის თანმხლებ დელეგაციასთან ერთად, საოკუპაციო ხაზთან, სოფელ ხურვალეთში იმყოფებოდა.
პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, ლევან მახაშვილმა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის წევრებს გააცნო რუსეთის მიერ საქართველოს რეგიონების მიმდინარე ოკუპაცია და მისი ნეგატიური შედეგები, ადგილზე მცხოვრები მოსახლეობის პრობლემები, აგრეთვე, საქართველოსთვის ოკუპაციასთან დაკავშირებული უსაფრთხოების გამოწვევები და საფრთხეები.
ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციას პრეზიდენტი პერე ჟოან პონს სამპიეტრო ხელმძღვანელობს. დელეგაციის შემადგენლობაში ასევე არიან: ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტი და სამხრეთ კავკასიაში სპეციალური წარმომადგენელი ლუის გრასა, პოლიტიკური საკითხების და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ჯევროსიმა პეიოვიჩი, დემოკრატიის, ადამიანის უფლებათა და ჰუმანიტარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე კრისტინ ბლოუერი და ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის გენერალური მდივანი რობერტო მონტელა.

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს