ლევან მახაშვილი - ძალიან კარგად ჩანს ის სიყალბე და ორმაგი სტანდარტი, რასაც ვხედავთ ხოლმე დიდი ბრიტანეთისგან, გერმანიისგან და სხვებისგან

ავტორი
Front News საქართველო
ძალიან კარგად ჩანს ის სიყალბე და ორმაგი სტანდარტი, რასაც ჩვენ ვხედავთ ხოლმე დიდი ბრიტანეთისგან, გერმანიისგან და სხვებისგან, რომლებიც თავის დროზე, საქართველოს სრულიად უსაფუძვლოდ აკრიტიკებდნენ, - ამის შესახებ პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ლევან მახაშვილმა განაცხადა.
"ყველა ქვეყანა, მით უმეტეს, დღევანდელი პოლიტიკური არეულობის დროს, ცდილობს საკუთარი დემოკრატიის, საარჩევნო პროცესების, პოლიტიკის, ეკონომიკის დაცვას. იმავეს აკეთებს საქართველოც, მაგრამ ასევე კარგად ხედავს იმ ორმაგ სტანდარტს, ორმაგ დამოკიდებულებას ზოგიერთი ქვეყნის მხრიდან, რომლებიც საკუთარი ვიწროპოლიტიკური მიზნების გამო ცდილობენ საქართველოს კრიტიკას, რაღაც "რუსული კანონების“ ძახილს, მაშინ როცა იგივე საფრთხეების წინაშე დგებიან, თავადაც იმავეს აკეთებენ.
ძალიან კარგად ჩანს ის სიყალბე და ორმაგი სტანდარტი, რასაც ჩვენ ვხედავთ ხოლმე დიდი ბრიტანეთისგან, გერმანიისგან და სხვებისგან, რომლებიც თავის დროზე, საქართველოს აკრიტიკებდნენ სრულიად უსაფუძვლოდ“, - განაცხადა მახაშვილმა.
თაგები:
ლევან მახაშვილი




