ლევან მგალობლიშვილი სპორტის მინისტრის მოადგილედ დაინიშნა


ავტორი
Front News საქართველო
აფხაზეთის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე ლევან მგალობლიშვილი სპორტის მინისტრის მოადგილედ დაინიშნა.
როგორც ის სოციალურ ქსელში წერს, სპორტის მინისტრის მოადგილეობა არის შესაძლებლობა, გუნდთან ერთად ჯანსაღი ცხოვრების წესს ემსახუროს.
"მინდა, მადლობა გადავუხადო ბატონ ირაკლი კობახიძეს და ჩვენს პოლიტიკურ გუნდს "ქართული ოცნება - დემოკრატიულ საქართველოს" გამოცხადებული ნდობისთვის, სპორტის მინისტრის მოადგილეობა არის შესაძლებლობა, ჩემს გუნდთან ერთად ვემსახურო ჯანსაღი ცხოვრების წესს.
ასევე, მინდა ვუთხრა ჩვენს დროებით დევნილ მოსახლეობასა და ახალგაზრდებს, რომ მე, ნებისმიერი პოზიციიდან ყოველთვის ვიყავი, ვარ და ვიქნები თქვენს გვერდით", - წერს მგალობლიშვილი სოციალურ ქსელში.
ლევან მგალობლიშვილმა აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობა 2 ივნისს დატოვა.
თაგები:
ლევან მგალობლიშვილი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს