Logo

ლევან რატიანი - თორნიკე რიჟვაძის ზოგადი მდგომარეობა ამ ეტაპზე რჩება სტაბილურად მძიმე, უარყოფითი დინამიკის გარეშე

საზოგადოება
214
Frontnews image description

პაციენტის ზოგადი მდგომარეობა ამ ეტაპზე რჩება სტაბილურად მძიმე, უარყოფითი დინამიკის გარეშე, - ამის შესახებ პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა ლევან რატიანმა თორნიკე რიჟვაძესთან დაკავშირებით განაცხადა. 

ექიმის თქმით, მისი მდგომარეობა შეესაბამება დაზიანების სიმძიმეს.

"პაციენტის ზოგადი მდგომარეობა ამ ეტაპზე რჩება სტაბილურად მძიმე, უარყოფითი დინამიკის გარეშე. უტარდება პროტოკოლით გათვალისწინებული ყველა კვლევა, ყველა დარგის ექიმის, სპეციალისტის კონსულტაცია და მისი მდგომარეობა შეესაბამება დაზიანების სიმძიმეს“, - განაცხადა ლევან რატიანმა.

აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე გულმკერდის არეში ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობით კლინიკაში გუშინ, 7 ივლისს გადაიყვანეს.  შსს-ს ინფორმაციით, მან თვითმკვლელობა სცადა. მისი მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.

საქმეზე ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვისთვის, ბრალდებულის სახით ალექსი ახვლედიანია დაკავებული.

Advertisement