Logo

ლევან ჟორჟოლიანი ბელარუსის ელჩს შეხვდა

პოლიტიკა
63
Frontnews
ლევან ჟორჟოლიანი ბელარუსის ელჩს შეხვდა

მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი ბელარუსის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს ნიკოლაი როგაშჩუკს შეხვდა.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრაზე ყურადღება დაეთმო ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობების დინამიკას სხვადასხვა მიმართულებით და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებს.

"განიხილეს სავაჭრო-ეკონომიკური კუთხით საქართველოსა და ბელარუსს შორის არსებული კავშირები და მათი შემდგომი გაღრმავების შესაძლებლობები. აღინიშნა, რომ ეკონომიკური ურთიერთობები მზარდი ტემპით ვითარდება, რასაც 2026 წლის პირველი ექვსი თვის განმავლობაში ორ ქვეყანას შორის არსებული სავაჭრო ბრუნვის მაჩვენებელიც ადასტურებს.  საუბარი შეეხო ბელარუსში ქართული პროდუქციის ექსპორტის გაზრდის პერსპექტივებს", - აღნიშნულია ინფორმაციაში.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები