
ავტორი
Front News საქართველო
საქართველო წარმოადგენს ერთგვარ მშვიდობის კუნძულს არა მარტო სამხრეთ კავკასიაში, არამედ რეგიონში. შესაბამისად, აღნიშნული უზრუნველყოფს იმას, რომ მომავალი წლების განმავლობაში საქართველოს ექნება სხვა ქვეყნებთან შედარებით გაცილებით მაღალი ეკონომიკური ზრდა, ჩვენ ვმუშაობთ ამაზე, რომ ეს ტენდენცია კვლავ შენარჩუნდეს, - ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ლევან ჟორჟოლიანმა ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც ლევან ჟორჟოლიანმა აღნიშნა, ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ქვეყნის ეკონომიკური ზრდა იყო 9.3%.
"საერთაშორისო რეიტინგებში ხშირად ვხედავთ, რომ საქართველო ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლით მომავალ წლებში იქნება მოწინავე ადგილზე. ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ჩვენი ეკონომიკური ზრდა იყო 9.3%. ახლაც, პირველ ხუთ თვეში გვაქვს ძალიან კარგი შედეგები. აღნიშნული გამოწვეულია იმ სწორი ეკონომიკური პოლიტიკით, რომელსაც საქართველოს მთავრობა ატარებს, ასევე იმ ინვესტიციებით, რომელიც იდება ინფრასტრუქტურაში, ასევე ჩვენ პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მიმართულებით გვაქვს საკმაოდ ზრდა და აღნიშნული განპირობებულია იმ სტაბილური გარემოთი, რომელიც ქვეყანაში არის შექმნილი. საქართველო წარმოადგენს ერთგვარ მშვიდობის კუნძულს არა მარტო სამხრეთ კავკასიაში, არამედ რეგიონში. შესაბამისად, აღნიშნული უზრუნველყოფს იმას, რომ მომავალი წლების განმავლობაში საქართველოს ექნება სხვა ქვეყნებთან შედარებით გაცილებით მაღალი ეკონომიკური ზრდა და ჩვენ ვმუშაობთ ამაზე, რომ ეს ტენდენცია კვლავ შენარჩუნდეს“, - განაცხადა ლევან ჟორჟოლიანმა.
თაგები:
ლევან ჟორჟოლიანი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს